სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოყენებული იქნეს შაბათი - როგორც სასწავლო დღე, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ორ და სამცვლიანი სკოლებისთვის არსებული რეკომენდაციების შესრულებისას, დამატებითი ცვლების შემოღება პრობლემური შეიძლება გახდეს, ამიტომ განათლების სამინისტრო მათ აძლევს თავისუფლებას - გაკვეთილების დაწყებისა და ხანგრძლივობის დრო თავად განსაზღვრონ და ასევე შაბათიც გამოიყენონ სწავლისთვის.