საბავშვო ბაღებში 14 სექტემბერს გაიხსნება
14-08-2020

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მუშაობა კონრეტული პროტოკოლისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ, 14 სექტემბერს განვაახლოთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოების სრული დაცვით შევხვდებით. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან ერთად ვმუშობთ კონკრეტული პროტოკოლისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გაჟღერდება“, - განაცხადა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელი პირობა იქნება ბავშვების, მშობლებისა და მომსახურე პერსონალის თერმოსკრინინგი, ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში კი გაწერილია პროცედურები, როგორ მოიქცნენ და გარდა ამისა, „ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროსაც ისე უნდა დაყონ ბავშვები, ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე  გავიდეს.

რა თქმა უნდა, აუცილებელია დეზინფექცია. ბავშვებმა ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203