ორბელის სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკებიდან შთაბეჭდილებებით, სიგელებითა და მედლებით დაბრუნდნენ
03-10-2017
ორბელის სკოლის მოსწავლეებისათვის საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა.

მოსწავლეები დიდი ემოციებით, შთაბეჭდილებებით, სიგელებითა და მედლებით დაბრუნდნენ.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები განსაკუთრებით კმაყოფილები დაბრუნდნენ ბანაკებიდან:

''X კლასის მოსწავლე ნინი გვიშიანმა გაგვიზიარა ბანკში მიღებული შთაბეჭდილებები. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა აქტივობაში. IX კლასის მოსწავლე შოთა გოგებაშვილმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დაუმეგობრდა სომეხ და სხვა ქვეყნის თანატოლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ X კლასის მოსწავლე გიორგი ჯანაძე მხატვრული კითხვის საუკეთესო ოსტატია და ბანაკშიც თავი გამოიჩინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი სიგელით - "ჯანსაღი ცხოვრების ელჩი" დააჯილდოვა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ახლაც აგრძელებენ კომუნიკაციას ბანაკში შეძენილ მეგობრებთან.''

ორბელის სკოლის მოსწავლეები მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს ნინო ბურჯალიანს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთი სასიამოვნო ზაფხულის მოწყობისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203