შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება.
მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტების ნაწილმა უკვე დაიწყო შიდა გამოცდებზე რეგისტრაცია, ნაწილში კი უახლოეს დღეებში იწყება. როგორ უნდა მოიქცნენ ის აპლიკანეტები, რომლებმაც შედეგები არ იციან, თუმცა მათთვის სასურველმა უნივერსიტეტმა შიდა რეგისტრაცია უკვე დაიწყო? - აღნიშნულ კითხვას გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
„სამაგისტრო გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება თვის ბოლოს. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველმა უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო რეგისტრაცია, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი შედეგებზე დაყრდნობით თავად უზრუნველყოფს გამოსაცდელების გადარჩევას შიდა გამოცდებისთვის“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.