როდიდან შეეძლებათ მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება
18-08-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება. 

„იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება 3 დღის განმავლობაში მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით", - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: naec.ge და  online.naec.ge
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 12 000-მდე გამოსაცდელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203