ლანჩხუთის N3 სკოლისთვის ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო
03-10-2017

ლანჩხუთის N3 სკოლისთვის  2017-2018 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.

სკოლამ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში “ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ პირველი ბარიერი გადალახა.

პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მდგრადი „განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.

პროგრამა საერთაშორისოა და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

გაკვეთილი ინგლისური ენისა და გეოგრაფიის პედაგოგებმა მაია მშვიდობაძემ და სოფიკო აფშილავამ ჩაატარეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203