ვინ უნდა წარადგინოს ატესტატი დღის ბოლომდე გამოცდების ეროვნულ ცენტრში -„ნაეკის“ მორიგი განმარტება აბიტურიენტებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს, რომლებმაც ატესტატი უნდა წარადგინონ ცენტრში ვადა დღის ბოლომდე აქვთ. ატესტატის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ აბიტურიენტებს, თუ მათ საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) წარმოდგენის თაობაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დოკუმენტის (ატესტატის) ასლი უნდა მოიტანოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ რესურსცენტრებში არაუგვიანეს 20 აგვისტოს 18:00 საათისა.
აღნიშნული რეგულაცია არ ეხება სხვა აბიტურიენტებს.
იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში მოიხსნებიან აბიტურიენტები უმაღლესში ჩარიცხვის კონკურსიდან - „ნაეკის“ განმარტება