„ნაეკი“ აპლიკანტებს ქულას ავტომატურად მოუმატებს - მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში შეცდომაა
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა", - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული შეცდომის გამო ყველა აპლიკანტს დავალებაში 1 ქულა ავტომატურად მიენიჭება.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა.
ცვლილება ხვალ, 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან აისახება სისტემაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს ხელახლა გადაამოწმონ შედეგები ვებგვერდზე: online.naec.ge", - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
იხილეთ 38-ე დავალება: