„რაში უნდა დააბანდონ მშობლებმა/ოჯახებმა სახელმწიფოსგან მიღებული 200 ლარი
ზოგიერთი პარტიის ლიდერ(ებ)თან უშუალო ურთიერთობამ სასიამოვნოდ გამაოცა
რატომ გადადგა „ეტალონთმოძულე“ მაღლაფერიძე და რა ეშველება „ტელესკოლას“
IZRUNE.GE კორონავირუსს არ ცნობს, ანუ დისტანციური სწავლება ეფექტურად !!!
. . . და კიდევ, ბევრი საინტერესო და დამაფიქრებელი
ყველას, ყველას, ყველას: გააზიარეთ ! მოიწონეთ ! და იმოქმედეთ ! - დრო არ ითმენს !!!
შვილიშვილებთან ერთად საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა 2020-მა სახელწოდებით „მაგარი ბიჭები“ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ:
ადამიანის დედამიწაზე მოვლინების მთავარი არსი ის გახლავთ, რომ - ადამიანთა მოდგმამ არამარტო ფიზიოლოგიურად შვას მომავალი თაობა, არამედ აღზარდოს კიდეც !
პატარა ადამიანები პიროვნებებად და სრულფასოვან მოქალაქეებად მაშინ ყალიბდებიან, როცა მათში აღზრდა და განათლება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, აღზრდის ღერძი კი უფროსი თაობის ზრუნვა და თვალსაჩინოდ მისაბაძი მაგალით(ებ)ის ჩვენება უნდა იყოს.
კორონავირუსის პანდემიამ, საზოგადოებაში მომატებულმა სისასტიკემ და დეპრესიამ, ყველა გონიერ ადამიანს მკაფიოდ დაანახა, რომ ახლა უმთავრესია მომავალ თაობაში მოქალაქეობრივი აზროვნების რეალურად ჩამოყალიბება. თითოეული მოზარდის ცხოვრებაში პოზიტივის და ოპტიმიზმის, სიხარულის და ბედნიერების განცდ(ებ)ის შემოტანა და ამასთან, თითოეულ მათგანში ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობის შეგრძნების ჩანერგვა . . . თანაც, ეს ყველაფერი უნდა იყოს ნამდვილი და არა ყალბი . . . მერწმუნეთ, სიყალბეს ბავშვები უფროსებზე უკეთ გრძნობენ და ყველაზე მეტად განიცდიან კიდეც ! სიყალბეში აღზრდილი ბავშვები კი დაუნდობელნი და სასტიკნი ხდებიან !
2020 – 2021 სასწავლო წელი საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებს, რომ გარდაუვლად აუცილებელია:
ოჯახი-ბავშვი-სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება !!!
სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად, მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევქმენით მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ პლატფორმა IZRUNE.GE, როგორც ინსტრუმენტი.
დაბეჯითებით ვაცხადებ, - IZRUNE.GE-ს საყოველთაო ამოქმედების გარეშე, ქვეყანაში კრიმინალი, უიმედობა და ახალგაზრდებში დეპრესია მკვეთრად მოიმატებს ! ! !
IZRUNE.GE აღზრდა-განათლებას ერთმანეთთან აკავშირებს და ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომია . . . IZRUNE.GE მოსწავლეებში სწორი იდეოლოგიის ტექნოლოგიური ფუძემდებელია !!! IZRUNE.GE საქართველოშია შექმნილი !!!
მოახლოებული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, IZRUNE.GE-ს კიდევ უფრო გასააქტიურებლად და „ეტალონის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დასაბრუნებლად პოლიტიკურ პარტიებს მიმდინარე წლის ჯერ კიდევ ივნისში ღიად მივმართე (ამის სხვაგვარი აუცილებლობაც დადგა) და საინტერესო შედეგებსაც მივაღწიე . . . ზოგიერთი პარტიის ლიდერთა და მათი გუნდის ხედვებმა, ეფექტური განათლების მიმართულებით, ჩემს მოლოდონებს გადააჭარბა . . . აქვე, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი პარტიის განათლების საკითხებზე მომუშავე გუნდის ხედვებმა IZRUNE.GE-ს შესაძლებლობისა და პერსპექტივების შესახებ გამაკვირვა და ძალიან გამახარა კიდეც. გამახარა მათმა შემოთავაზებამაც.
თუმცა, იმასაც კარგად მივხვდი, რომ ხელისუფლებაში ან/და თანამდებობაზე მოხვედრის სურვილით ვნებამორეულ პოლიტიკოსებს თუ (გა)ავყვებოდი, ძველებურად თამამი და მიუკერძოებელი ვეღარ ვიქნებოდი და ამით ჩემდაუნებურად IZRUNE.GE-ს და „ეტალონს“ ე. ი. მომავალ თაობას დავაზარალებდი . . .
აგვისტოს დასაწყისში, შვილიშვილებთან ერთად მოგზაურობისას, შინაგანად ძალიან ღრმა განცდებსა და ფიქრებში ვიყავი, რადგან გადაწყვეტილება უნდა მიმეღო . . . დრო უკვე აღარ ითმენდა ! ! !
. . . და ამ დროს მოულოდნელად გამიმართლა, ფერისცვალების წინა დღეს - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი, „ეტალონთმოძულე“ და მზაკვარი ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან გადადგა ან/და აიძულეს გადამდგარიყო. ფაქტია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება . . .
ამიტომაც გადავწყვიტე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მივიღო მონაწილეობა, რადგან მაქვს წარმატებული სატელევიზიო გამოცდილება და ქვეყნისთვის მეტი სიკეთის მოტანა სწორედ იქედან შემიძლია. გამაჩნია არგუმენტირებული ხედვები, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარების სტრატეგიისა და წარმატებული მენეჯმენტის შესახებ . . . დადებითად ვუყურებ „ტელესკოლას“, რომელსაც ორი დიდი „მინუსი“ აქვს და მათი გამოსწორების გარეშე ეს პროექტი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის რეალურად საინტერესო ვერ გახდება და რამდენიმე თვეში სრულიად გაფერმკრთალდება . . . ამ ორი მნიშვნელოვანი ნაკლის გამოსწორება კი მე, ჩემს გუნდს და განათლების საკითხების იმ პროფესიონალებს, რომლებთანაც წარმატებით ვმუშაობთ, მოკლე დროში და თანაც ეფექტურად შეგვიძლია . . . ყველაფერთან ერთად, „ეტალონიც“ ეთერში დაბრუნდება . . .
ასეთი გადაწყვეტილება იმითაც არის კარგი, რომ საშუალებას მაძლევს პარალელურად საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ კვლავ დავუბრუნდე და IZRUNE.GE-საც კვლავ მივხედო. და ამით, კორონავირუსის პანდემიით პარალიზებული საგანმანათლებლო პროცესი, მშობელების და ოჯახების ჩართულობით, წარმატებული სკოლების თანადგომით, გადავფაროთ და ყველამ ერთად თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად ვიზრუნოთ . . . წარმატებული სკოლები კი ბევრნი არიან და კარგად ჩანან ETALONI.GE-ზე !!!
დარწმუნებული ვარ ჩემთვის პატივსაცემი იმ პარტიების ლიდერ(ებ)ი და მათი გუნდ(ებ)ი, რომლებთანაც მოკლე დროში ხედვებზე აგებული გულწრფელი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, სწორად გამიგებენ და არც ერთი მათგანი არ გამინაწყენდება, - ჩემი ეს ნაბიჯი, ხომ მხოლოდ საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეები: „ეტალონის“, ETALONI.GE-ს და IZRUNE.GE-ს მხარდამჭერები და მომხმარებლები ჩემს ასეთ გადაწყვეტილება მოიწონებენ და აქტიურ თანადგომას გამომიცხადებენ !!!
. . . და ბოლოს, უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებზე:
- საქართველოში მცხოვრებ მშობლებს/ოჯახებს თამამად და დარწმუნებით მივმართავ:
შვილების აღზრდა-განათლებაში სწორად დააბანდეთ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები: 200 ლარი, და მისი ნახევარი მაინც მთელ 2020-2021 სასწავლო წელზე გადანაწილებულ შვილებზე რეალურ ზრუნვას მოახმარეთ; IZRUNE.GE-ზე თითოეულ მოსწავლეს ეყოლება დისტანციური განათლების პირადი მენეჯერი, ექნება განათლების მიღების მრავალფეროვანი მოტივაცია და განათლების მიღების საშუალება; და რაც მთავარია, გამოიმუშავებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს !!! ამაში თქვენ დაგეხმარებიან ჩვენი პროექტების აქტიური მხარდამჭერი: პედაგოგები, კლასის დამრიგებლები, სკოლის დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები !!!
საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო აღიარებს IZRUNE.GE-ს უნიკალურობას და საჭიროებას, სამინისტროს პროფესიონალებიც მხარში გვიდგანან !
ასე რომ, მალე სწავლა იწყება და ამიტომაც, დროულად დარეგისტრირეთ ბავშვ(ებ)ი IZRUNE.GE-ზე და გაააქტიურეთ - ჩვენ ვქმნით თქვენი ბავშვის მომავლის ისტორიას !!!
IZRUNE.GE თითოეული ბავშვისთვის ეფექტური განათლების მიღების შანსს იძლევა !!!
პედაგოგებო, IZRUNE.GE კორონავირუსის პანდემიის და სწავლების სამივე ფორმისთვის: დისტანციური, შერეული და სასკოლო, წარმატებულად აპრობირებულია !!!
განათლება და ღირსება, - ბედნიერება ყველას სჭირდება !
სიკეთეს გისურვებთ და იმ იმედით ვიცხოვრებ, რომ შევხვდებით !
თქვენი, თქვენი შვილების და მთელი თქვენი ოჯახის მეგობარი,
ყველაზე ეროვნული მედიაპროექტ „ეტალონის“, ETALONI.GE-ს და IZRUNE.GE-ს ავტორი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი