ცნობილია გამოცდის თარიღი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება
იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით 20 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტირება 2 სექტემბერს 11:00 საათზე ჩატარდება.მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ე. მინდელის N9.
საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი რეგისტრაციის გასავლელად 10:00 საათზე უნდა გამოცხადდეს და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშებიგთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
- წაკითხულის გააზრება - 7 დავალება;
- ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება;
- რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებელი გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე