სამეცნიერო პიკნიკზე ახალციხის N5 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად მიიწვიეს
04-10-2017
თბილისში ვაკის პარკის ტერიტორიაზე ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. 

პიკნიკზე, რომლის მიზანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციაა, ახალციხის მე-5 სკოლის მე-9 კლასების წარჩინებული მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად იყვნენ მიწვეულები. 

აღნიშნული ვიზიტი სამეცნიერო პიკნიკზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე დაიგეგმა და მისი მიზანი მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო დისციპლინებისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაძლიერება იყო.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილმა ექსპერიმენტებმა და ინტერაქციულმა გამოფენებმა, შოუ პროგრამებმა მოსწავლეებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია: 

"სამეცნიერო პიკნიკზე ჩაისახა ინოვაციური იდეები, რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ გეგმავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა." 

აღნიშნული აქტივობა სკოლის დირექტორის ფინანსური და მორალური მხარდაჭერითა და დირექციის გვერდში დგომით განხორციელდა, რისთვისაც პედაგოგები და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან სკოლის დირექტორსა და მთლიანად დირექციას.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203