„15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, 1 ოქტომბრიდან კი საბავშვო ბაღები“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ და აღნიშნა, რომ მოსახლეობა მოდუნდა და რეკომენდაციებს აღარ იცავს.