აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ
26-08-2020
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელცაიის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:
საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტს;
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;
გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
აბიტურიენტები პროგრამების არჩევაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ ცენტრის რეკომენდაციაა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენონ ღილაკი - შენახვა. გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან. ამის შემდეგ დაიწყება მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვისა და გრანტის განაწილებისთვის