„სააპელაციო განაცხადი 3 500-ზე მეტმა აპლიკანტმა გააკეთა. ქულა კი 1000-მდე აპლიკანტს შეეცვალა“-აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, ქულის შეცვლაში როგორც მომატება, ისე დაკლება იგულისხმება.
„აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გათანაბრებულ ქულას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ აბიტურიენტებმა მიაქციონ ყურადღება ამ ქულას, რომლებიც ჩაჭრის ზღვარზე არიან. გათანაბრების შემდგომ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ახლა მისი ქულა მინიმალურ ზღვარზე მეტია", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ ასევე: 2020 წლის ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ