კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
05-10-2016
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს:


"ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! მასწავლებლობა საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. 

სახელმწიფოს წარმატება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, ამიტომ თქვენი როლი განათლებული და წარმატებული თაობის აღზრდაში განუზომლად დიდია. 

თითოეულ თქვენთაგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს. 

პატივისცემით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი."- ნათქვამია განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203