შვილის ქონების გამოყენებისთვის მშობლებს სასამართლოს ნებართვა დასჭირდებათ
30-08-2020

შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების განკარგვას მშობლები სასამართლოს თანხმობის გარეშე ვერ შეძლებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მშობლებს სასამართლოს თანხმობა დასჭირდებათ არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხის გამოსაყენებლად.

„ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“, - აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203