12 წლის ბავშვს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა
31-08-2020

ლისზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანს საპატრულო პოლიციის მანქანა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა. შემთხვევა გასულ ღამით მოხდა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203