ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიასა და ფიზიკაში ჩაიჭრა - რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები?
ერთიან ეროვნულ გამოცდებში პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიისა და ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, წინა წლების მსგავსად აბიტურიენტებში პოპულარული მიმართულებები წელსაც სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკაა.„ფიზიკასა და გეოგრაფიაში, ამ ორ არასავალდებულო საგანში იყო ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი. დანარჩენ საგნებში მეტნაკლებად, სადღაც 6%-დან იწყება ჩაჭრები და 30%-დან 40%-მდე ადის.
შემიძლია გითხრათ ყველაზე მეტი პროგრამა, როგორც პირველი არჩევანი რამდენმა ჩაწერა. პირველ პროგრამად აბიტურიენტებმა აირჩიეს სოციალური მეცნიერებები, როგორც წინა წლებში წელსაც იურისპრუდენცია, დიპლომირებული მედიკოსი, ბიზნეს ადმინისტრირება არის პოპულარული, ასევე უფასო ფაკულტეტები, მათ შორის ეკონომიკა განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ ასევე: იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვები და პანდემიის გამო მოემატებათ თუ არა ქულა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს - სოფო გორგოძე დეტალებზე500-მდე აბიტურიენტი ყველა საგანში ზღვარის გადალახვის მიუხედავად, სტუდენტი ვერ გახდა - მიზეზს სოფიო გორგოძე განმარტავსწელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, გრანტი კი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა