სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების ვადები ცნობილია - ინსტრუქცია
01-09-2020
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზოგადი უნარების გამოცდაზე  რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება:
 
  • თუ პირი გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
  • გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.
განაცხადები 1 სექტემბრის 10:00 საათიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე მიიღება. თანხა დაბრუნდება გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
 
 
თანხის დასაბრუნებლად  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა და წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს:
 
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
შევსებული განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით უნდა წარადგინოთ დადგენილ ვადებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ასევე, შეგიძლიათ გაგზავნოთ ელექტრონულად ცენტრის ელფოსტაზე: info@naec.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203