ინფორმაცია აპელაციისთვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე - ინსტრუქცია და ვადები
01-09-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება.

ცენტრის განმარტებით, აპლიკანტებს განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განაცხადები მიიღება 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე: 
 
 
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
 
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.      
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203