შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნების მიხედვით მინიმალურ საგრანტო ქულებს აქვეყნებს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ გამოიყენა სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
ორი ან მეტი არჩევითი საგნის არჩევისას ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.