სენაკის N1 სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ
05-10-2017
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში, გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი-2017. 

აღნიშნულ ფესტივალზე სენაკის N1 სკოლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

როგორც ხელოვნების მასწავლებელი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, ფესტივალი, მართლაც, ძალიან საინტერესო იყო:

"მოსწავლეები კმაყოფილები არიან. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი-2017 საინტერესო იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებებში აქტიურად ვართ ჩართულები და მომავალშიც თუ დაიგეგმება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას."

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203