მნიშვნელოვანი რეკომენდაციები სკოლებს სამინისტროსგან - რა უნდა ქნას სკოლამ თუ ინფრასტრუქტურული გამოწვევები აქვს
02-09-2020

განათლების სამინისტრო საინფორმაციო კამპანიისთვის ემზადება. იქმნება ვიდეორგოლები რომელიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს რეგულაციების შესრულებაში დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. 

„მინდა აღვნიშნო, რომ პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დახვდებათ სახელმძღვანელოები. პირველ კლასელებს ასევე დახვდებათ კომპიუტერები.

გარდა ამისა, ჩვენ ვემზადებით საინფორმაციო კამპანიისთვის, დავდივართ საჯარო სკოლებში და ვეხმარებით ყველა სკოლას, მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო შემუშავებული, შესრულდეს.

ასევე, საზოგადოების ინფორმირებულობა მოხდება იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია არამარტო საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლისა და მასწავლებლისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და მშობლებისთვის. ასევე მოხდება შეხვედრები მშობლებთან, იქნება ვიდეორგოლები, რომელიც სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს არსებული რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, სკოლებს სრული თავისუფლება ეძლევათ თავად განსაზღვრონ და დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. საჭიროების შემთხვევაში კი გამოიყენონ შაბათი დღე.

„იმის გამო, რომ ყველა სკოლას აქვს თავის ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი.

ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ, ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა. ასევე, ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. ამასთან, სკოლას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს შაბათი დღეც“, - განაცხადა დგებუაძემ.

იხილეთ ასევე: შესაბამისი დადებითი დასკვნის გარეშე სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ დაიწყება - ეკატერინე დგებუაძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203