გარე დაკვირვებას დისტანციურად გაივლით - ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა დამტკიცდა
ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია eschool-ში და შესაბამისი თანმიმდევრობით წარადგინოს გარე დაკვირვების წესის მიხედვით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
იხილეთ
ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
მასწავლებლის შეფასება ხორციელდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე
შეფასების რუბრიკა გამოიყენება მხოლოდ ონლაინ გარე საგაკვეთილო დაკვირვებებისთვის.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.