„უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, სასწავლო პროცესი იწყება კლასებში და ჩვენი ბავშვები 15 სექტემბრიდან უკვე სრულად ივლიან სკოლაში. ეს, კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.
შესაბამის სამინისტროებს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან, კიდევ უფრო გაამკაცროთ საკანონმდებლო დონეზე დღეს დაწესებული მოთხოვნების კონტროლი. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეებში და რა თქმა უნდა - სოციალური დისტანცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.