2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის აპელაციის შედეგები სექტემბრის შუა რიცხვებამდე გამოქვეყნდება. აღნიშნულ ვადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასახელებს.
ცნობისთვის, მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 12 000-მდე გამომცდელი.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარება, ისევე როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის გამოცდები შემოდგომაზე
იგეგმება. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ სექტემბერის თვეში გახდება ცნობილი.
იხილეთ ასევე: 2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე გამოყენებული ყველა საგნის ტესტებისპეციალურ მასწავლებლებს გამოცდა შემოდგომაზე ჩაუტარდებათ - საგამოცდო პროგრამა ცნობილია