ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თელავის N7 სკოლაში ლექცია ჩაატარა
06-10-2017
თელავის №7 სკოლას ირლანდიიდან ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ჩაილდსი ესტუმრა.

პროფესორმა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის ლექცია წაიკითხა და ვორქშოფი - ''კვლევაზე დაფუძნებული სწავლება - ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი'' ჩაატარა.

ვორქშოფში მონაწილეობა კახეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების V, VI და VII კლასების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებმა მიიღეს.  

ტესტირებას  რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილიც ესწრებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203