ჭვინთის სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწვეს
06-10-2017
„საქართველოში, სადაც არ უნდა იყოს ანათებს თქვენი უკვდავი სული“ - ამ სახელწოდებით ჭვინთის სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. 

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე ჭვინთის სკოლაში, კლუბ „მწიგნობარნი“-ს წევრები და დაწყებითი კლასების მოსწავლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კლუბ „მწიგნობარნი“ -ს ხელმძღვანელი მანანა ჩინჩალაძე უძღვებოდა.

მონაწილეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს, მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, მიართვეს ყვავილები და ხელნაკეთი საჩუქრები. 

ჭვინთის სკოლის კოლექტივი ყველა პედაგოგს ულოცავს მასწავლებლის დღეს, უსურვებს წარმატებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203