„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება, ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით...“ - N23 სკოლა გარდაცვლილ მოსწავლეს ემოციურად ემშვიდობება
08-09-2020

12 წლის მოზარდი, რომელიც ლისის ტბაზე პატრულ-ინსპექტორის ავტომობილმა იმსხვერპლა, 23-ე სკოლის მოსწავლე იყო. სკოლა ტრაგიკულად გარდაცვლილ მოსწავლეს ემოციურად ემშვიდობება. 

„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით...

რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან...

ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია...

რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში...

და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე - ბიჭს, - მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს.

ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.

შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.

არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება...

უბრალოდ ძალიან გთხოვთ - გაუძელით!

ჩვენ - მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენ გვერდით, ლუკას გვერდით...

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას....

და გაიზიარეთ ჩვენი - სკოლის მწუხარება: მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!

წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი... დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი... 

ძალიან მწარე ხარ, შვილო...“ - წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203