„ძალიან, ძალიან მინდა izrune.ge-ს ბევრი ოქროს დიპლომი“ - ის იმერეთში პირველია!
08-09-2020
„სიბრძნის ხუთშაბათი“ izrune.ge-სთვის განსაკუთრებულად ჩატარდა, რადგან სწორედ ტესტის გავლისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენი გულშემატკივარი გვყოლია და რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ამდენი პატარა იზრუნელი ტესტს წარმატებით გადის.

გიორგი ჯულაყიძე, ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მეორეკლასელია, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წლის 3 სექტემბერის პირველი ტესტი, იმერეთის რეგიონში პირველმა გაიარა და ჩვენც გვინდა მივულოცოთ მას ეს დიდი წარმატება. როგორ ემზადებოდა არდადეგებზეც კი izrune.ge-ს ტესტირებისთვის და ელოდა თუ არა ასეთ წარმატებას, ამის შესახებ გიორგის დედიკო, ეთერ გაფრინდაშვილი გვიამბობს:

„გიორგის ძალიან უყვარს izrune.ge და პროექტში პირველივე კლასიდანაა ჩართული. „სიბრძნის ხუთშაბათისთვის“ კი განსაკუთრებულად ემზადებოდა და მიუხედავად იმისა, ყოველთვის სურდა, საუკეთესო შედეგი ჰქონოდა, ასეთ მიღწევას მაინც არ ველოდი.

რა გითხრათ, დედისთვის საამაყოა, როდესაც შვილი, პატარა ასაკიდანვე სრულად აცნობიერებს, რაოდენ მნიშვნელოვანია განათლება და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა izrune.ge-ს, ბავშვებს განვითარების საშუალებას რომ აძლევს. იცით, ისინი ლოგიკურ და დამოუკიდებელ აზროვნებას ეჩვევიან და ამის ნათელი მაგალითია გიორგი - იგი დამოუკიდებლად პასუხობს ყველა კითხვას და ზოგადად, ტესტის გავლა მისთვის სასიამოვნო და სახალისოა. მთელი ზაფხული არ მოდუნებულა, კითხულობდა, მეცადინეობდა, ემზადებოდა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ვამაყობ მისი მიღწევებით, რისთვისაც izrune.ge-ს ვუხდი მადლობას“.

თავად გიორგი კი izrune.ge-ს შესახებ დიდი სიყვარულით საუბრობს.  

- გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე შვიდი წლის გიორგი ჯულაყიძე ვარ და ძალიან ველოდებოდი izrune.ge-ს. მართლა პირველმა გავიარე ტესტი იმერეთში? - იცით, არ ველოდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა, პირველი ვყოფილიყავი.



- გიორგი, izrune.ge-ს პროექტში დიდი ხანია ჩართულია ხარ?

- პირველ კლასში ვიყავი, როდესაც დავრეგისტრირდი, მაგრამ მაშინვე ძალიან შემიყვარდა izrune.ge. ახლა კი ყველა კითხვას ძალიან სწრაფად და რაც მთავარია, სწორად ვუპასუხე. მიყვარს სულხან-საბა ორბელიანი, კიდევ ზღაპრები მიყვარს და ლექსები...

- ზაფხულის არდადეგები ჯერ არ დასრულებულა და შენ როგორ მოასწარი izrune.ge-ს ტესტირებისთვის მომზადება?

- სკოლაშიც მომზადებული მივდივარ, ძალიან მიყვარს კითხვა და დედიკო სულ მაკითხებს ხოლმე.

- თამაში უფრო გიყვარს თუ სწავლა?

- ორივე...

- და რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

- რომ გავიზრდები, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე და საქართველო მტრებისგან დავიცვა...მანამდე კი, ვიცი, კარგად უნდა ვისწავლო და izrune.ge-ს ტესტირებაშიც ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რადგან ძალიან, ძალიან მინდა ბევრი ოქროს დიპლომი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203