ქუთაისის N19 სკოლაში ბუნების გაკვეთილი განსხვავებულად ჩატარდა
07-10-2017

ქუთაისის N19 სკოლის მე-5 კლასში ბუნების გაკვეთილი თემაზე - "რა არის მინა?" ჩატარდა. 

გაკვეთილის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ მინის მიღების, გადამუშავებისა და მისგან დამზადებული ნივთების გამოყენების სპეციფიკას.

პედაგოგ ლელა მანჯავიძისა და ამავე კლასის მოსწავლეების სურვილითა და მონდომებით მოიხატა უამრავი მინა და მინის ჭურჭელი.  

როგორც ლელა მანჯავიძე აღნიშნას, ამ მინებზე ნათლად გამოჩნდა მომავალი თაობის ხედვები:

''ამ მინებზე ნათლად გამოჩნდა ჩვენი მომავალი თაობის ხედვები, მათ მიერ ფერადად აღქმული სამყარო და მომავლის ჭვრეტა. დაე, ასე ფერადი ყოფილიყოს მათი ცხოვრება.''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203