აწყურის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ ტრენინგებს დაესწრნენ
06-10-2017
აწყურის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ „საზაფხულო სკოლების“ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა გონიოში საზაფხულო მუსიკალურ ბანაკში დაისვენეს. 

ბანაკის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული იყო ასევე ბათუმში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება. ფესტივალი ელისო ბოლქვაძის მიერ არის დაფუძნებული და იუნესკოს პატრონაჟით ტარდება. 

ყოველ საღამოს მოსწავლეები ესწრებოდნენ მათთვის განკუთვნილ ინოვაციურ ტრენინგებს, ხვდებოდნენ ცნობილ ადამიანებს და პარალელურად ყოველ საღამოს ისმენდნენ საფესტივალო კონცერტებს.

მოსწავლეებმა შეკვეთილში „მინიატურების პარკიც“ მოინახულეს.

აწყურის სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის განხორციელებისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203