შემოწმებულია 1 500-მდე სკოლა, საიდანც სწავლის დაწყების ნებართვა 614-მა მიიღო
09-09-2020

„დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც ნებართვა 614 სკოლას მივეცით. რეკომენდაციები ვერ დააკმაყოფილა 81-მა, დანარჩენი სკოლები პროცესშია, ველოდებით დოკუმენტებს, იმისთვის რომ მიღებული იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი“ -  აღნიშნულის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით ვართ იმ პროცესში, როდესაც გავცემთ რეკომენდაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, ფუნქციონირება რომ შეძლონ. ამის შემდგომი პროცესია გეგმიური ინსპექტირება. ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. ამიტომ ეტაპობრივად არა მხოლოდ სკოლების არამედ ყველა ორგანიზაციის შემოწმება მოხდება.

ამ დროისთვის 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა რეკომენდაციები. მონიტორინგი გრძელდება. პროცესში ჩართულია სხვადსხვა უწყება. ხდება შემოწმება დასურათება, კითხვარის განთავსება და გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექცია. ინსპექტორთა რაოდენობა არის 400-მდე, ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია რამდენიმე დღეში ეს პროცესი იყოს დასრულებული და სწავლის დაწყებამდე მოესწროს.

ხვალიდან სრულმასშტაბიანი შემოწმება დაიწყება სკოლებში და 15 სექტემბრამდე დასრულდება“, - განაცხადა ფერაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203