მაძიებელი მასწავლებლები მიმართვას ავრცელებენ
20-09-2020
მაძიებელი მასწავლებლები შემოდგომის გამოცდაზე დაშვებას ითხოვენ. მათ შესაბამისი მოთხოვნით პეტიციაც შეადგინეს და 5 000 ხელმოწერაც შეაგროვეს. 

მაძიებელმა მასწავლებლებმა etaloni.ge-ს მიმართვა მოაწოდეს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

„მიმდინარე წლის ზაფხულში, მაძიებელ მასწავლებლებს ჩაგვიტარდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა, სამწუხაროდ აპლიკანთა უმრავლესობამ ვერ შეძლო კომპეტენციის დადასტურება, მოგეხსენებათ, რომ მაძიებელ მასწავლებლებს 10 კრედიტქულა გვჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული აპლიკანტი მაქსიმალურად ცდილობდა, თავისი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მასწავლებლებს გამოცდაზე გასვლა მოგვიწია სტრესულ გარემოში, კორონავირუსის პანდემიის გამო 6 თვე ვიმყოფებოდით კარანტინში, მივიღეთ ფსიქოლოგიური სტრესი და სწორედ ეს გახდა მთავარი ფაქტორი იმისა, რომ გამოცდაზე გამსვლელთა უმრავლესობამ სათანადოდ ვერ გამოვავლინეთ  ჩვენი შესაძლებლობები. 

სწორედ ამიტომ მაძიებელმა მასწავლებლებმა შევადგინეთ პეტიცია, რომლებსაც ხელი 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა, ჩვენ ვითხოვთ შემოდგომაზე პრაქტიკოს მასწავლებლებთან ერთად გამოცდაზე გასვლის უფლებას, გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩვენი სურვილი და მოგვცეთ საშუალება  მიმდინარე წელს ავიმაღლოთ კვალიფიკაცია“ - წერია მაძიებლების განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203