''ისევ ხომ დაბრუნდებით?'' - სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები მოინახულეს
სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამა ''მომავლის თაობის'' ფარგლებში დაიწყეს პროექტის, ''ჩვენც დავბერდებით'', განხორციელება.
პროექტის მიზანი იყო მოხუცთა თავშესაფრის მონახულება, მათი პრობლემების გათავისება, მათზე ზრუნვა, ასევე იქ მყოფი ბებოებისთვის საჩუქრების გაკეთება.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში, დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია, გამოიკვლიეს პრობლემა, წინასწარ დაგეგმეს რა გაეკეთებინათ და არჩევანი შეაჩერეს გლდანთან ახლოს მდებარე გიორგი წმინდას დასახლებაში არსებულ მოხუცთა სახლზე - „ჩემი ოჯახი“.
მოსწავლეებმა შეაგროვეს სურსათ – სანოვაგე, რაშიც მათთან ერთად ჩართული იყო თემის მოსახლეობაც.
შეხვედრა დატვირთული იყო ემოციური მომენტებით. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვო სურათები და მოხუცებს პირობა მისცეს, რომ კვლავ დაბუნდებოდნენ.
თავშესაფარში სტუმრობამ მართლაც პერმანენტული ხასიათი მიიღო და მოსწავლეები სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის სტუმრობენ საყვარელ მოხუცებს.
16 სექტემბერს ერთ-ერთ ბებოს ქალბატონ ლუარა კიკნაძეს მიულოცეს დაბადების დღე ტორტითა და ყვავილებით.
იყო ცრემლები, სიხარული, სევდა და სიტყვები ,,ისევ ხომ დაბრუნდებით?’’