მოხატული მოსწავლეები და ჟრიამული სენაკის N1 სკოლაში
09-10-2017

სენაკის N1 სკოლაში, ღიმილის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი გაიმართა. 

ღონისძიებაზე, სადაც მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა, საკონცერტო ნომრებთან ერთად სახალისო კონკურსები იყო წარმოდგენილი.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჟრიამულით შეუერთდნენ აღნიშნულ ღონისძიებას:

"სკოლის ნიჭიერმა მხატვრებმა, პატარებს სხვადასხვა ფორმის სმაილებით მოუხატეს სახე და ამით ძალიან გაახარეს."

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სტომატოლოგიური კლინიკა ''სენადენტი''.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203