შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ პედაგოგებს, რომლებიც ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში იმყოფებოდნენ პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ მოუწოდა.
„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი წყარო სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება.
ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა, ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს.
ასევე, იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იხილეთ ასევე: კორონავირუსის ახალი შემთხვევა სკოლაში - ყველა პედაგოგი თვითიზოლაციაშია და სწავლა 15 სექტემბერს არ დაიწყება