სკოლაში უკვე დავდივართ და ახლა აღარ ვიაროთ? - პედაგოგები პრემიერის განცხადებამ დააბნია
10-09-2020

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ განათლების სამინისტრო და სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა და ბუნებრივია, ის მალევე გახდა ერთგვარი გაურკვევლობის მიზეზი.

Etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მომართა კითხვით - სკოლაში 1 სექტემბრიდან დავდივართ და ახლა როგორ მოვიქცეთ - სახლებში წავიდეთო? - ამაზე კონკრეტული პასუხი განათლების სამინისტროს არ აქვს, სამაგიეროდ, ქვეყნის პრემიერმა გარკვევით მიუთითა აჭარაში ნამყოფ მასწავლებლებს, დისტანციურად განაახლეთ სასწავლო პროცესიო.

თუმცა აქ კიდევ ერთი ყურადსაღები საკითხია - რადგან მასწავლებლები დაახლოებით კვირაზე მეტია უკვე გამოცხადდნენ სკოლებში, თუ რომელიმე მათგანი ვირუსის მატარებელია, ვირუსის გადაცემა უკვე მოხდებოდა.

მაგალითისთვის კი ისიც კმარა, რომ ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ შემთხვევაში, წყარო საქმეთა მმართველი გახდა.

სწორედ ამაზეა საუბარი - პედაგოგები სკოლებში კარგა ხანია დადიან და ახლა მათ გაშვებას სახლში რამდენად აქვს აზრი, ცოტა  გაუგებარია.  

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებელთა კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203