აპლიკანტებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.
მინისტრის ბრძანებით, 2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ფარგლებში სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში აპლიკანტის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის არჩევის ვადად 2020 წლის 11 სექტემბრიდან 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი დადგინდა.