საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ საგრანტო ქულის გამოთვლის წესი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია.იხილეთ საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები.
მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
მაგისტრანტობის მსურველთა რეიტინგული სია ნორმირებული ქულების მიხედვით ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.