სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, დღეს მიიღებს
11-09-2020
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 4 დღე რჩება. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დღეს მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული და სავარაუდოდ, სწორედ ამ შეკრებაზე უნდა გადაწყდეს, დაიწყება თუ არა სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება ეჭქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება და სკოლის კლასტერიც ჩამოყალიბდა.
ცნობისთვის, ქუთაისის 32-ე სკოლაში 24 ინფიცირებულია. ხოლო ბათუმსა და ქობულეთში გაუარესებული ეპიდემიური სიტუაციის გამო, სწავლას 1 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება. ამასთან, პრემიერმა გიორგი გახარიამ მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.