სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება - დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყება
11-09-2020

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს სკოლებში არ განახლდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში  დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ რისკები.

ჩვენ მზად გვქონდა ჰიბრიდული მოდელი. სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი განახლდება 1 ოქტომბერს. ეს ეხება ყველას. ეხება კერძო სკოლებსაც და წრეებსაც“,-განაცხადა გახარიამ.

პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში 87 დაინფიცირებული ადამიანი გამოვლინდა, აქედან 24 ერთი სკოლის პედაგოგია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203