2020 წელს პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტი შესაძლოა ტესტირების გარეშე ჩაირიცხოს - იხილეთ შემთხვევათა ჩამონათვალი
20-09-2020

პროფესიული ტესტირების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, 2020 წლის პროფესიული ტესტირების გავლის გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვის მიზეზები განისაზღვრა.

ცვლილების მიხედვით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2020 წლის ტესტირებიდან უნდა გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

აღსანიშნავია, რომ ბრძანების მიხედვით, აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე:

ა) 19 წლის ჩათვლით -  1.3;

ბ) 20-დან -29 წლის ჩათვლით - 1.1;

გ) 30 წელი და ზევით - 1.

ამასთან, თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მის მიერ მიღებული ჯამური ქულა მრავლდება კოეფიციენტზე - 1.2.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203