თბილისის N61 სკოლის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
09-10-2017

სამწლიანი ლოდინის შემდეგ საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე, 61-ე სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლა მთლიანად ახალი ინვენტარითა და ტექნიკით არის არჭურვილი.

სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტარები მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ეწვივნენ. სკოლის გახნის ცერემონიას გლობალური ჯილდოს 2016 წლის გამარჯვებული ჰანან ალ ჰრუბიც ესწრებოდა. 

61–ე საჯარო სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია - გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყო პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. სკოლაში ამ ეტაპზე 1130 მოსწავლე ირიცხება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203