Teams-ში კლასების ავტომატურად ასახვა დაიწყო - როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი თუ ინფორმაცია 15 სექტემბრამდე არ გამოუჩნდება?
14-09-2020
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ Microsoft Teams-ის პროგრამაში კლასების ავტომატურად ასახვის პროცესი დაიწყო.

უწყების განმარტებით, თუ მონაცემები 15 სექტემბრამდე არ აიტვირთა, მასწავლებლებს თავად შეუძლიათ საგნების მიხედვით კლასის შექმნა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ პროგრამა Microsoft Teams -ში კლასების ავტომატურად ასახვის პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად ყველა მასწავლებელს გამოუჩნდება საკუთარი საგნები და მოსწავლეები, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში გიწევთ საგაკვეთილო ბადის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ში ასახვა, სისტემაში დაგროვდა დიდი მოცულობის ინფორმაცია, შესაბამისად, შესაძლოა თქვენს სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე (15 სექტემბერი) მონაცემების დროულად ასახვა Microsoft Teams-ში ვერ მოესწროს, ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს თავად შეუძლიათ თავიანთი საგნების (კლასების) შექმნა მოცემული ინსტრუქციების მიხედვით მარტივად“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სასარგებლო ბმულები:

კლასის შექმნის რამდენიმე მარტივი ვარიანტი:
bit.ly/3kg9pB3

კლასის შექმნის ინსტრუქცია: bit.ly/2QQEQFe

მოსწავლის დამატება კლასში: bit.ly/3bmLUTu

წევრის დამატება კოდის საშუალებით: bit.ly/3gRdWI9

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203