NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% განათლების სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.
გამოკითხულთა 22% განათლების სისტემაში ყველაზე დიდ პრობლემად მასწავლებლების/ლექტორებს დაბალ კვალიფიკაციას ასახელებს. 20% უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 10% პრობლემას ვერცერთი მიმართულებით ხედავს და თვლის, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის.
„ენდიაიმ“ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.