ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, Etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდი გილოცავთ ახალ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას.კორონავირუსის პანდემიამ საგანმანათლებლო სფეროშიც ბევრი ცვლილება გამოიწვია. სკოლების ნაწილი სწავლას ონლაინ რეჟიმში იწყებს.
სკოლის კლასტერი ბათუმიდან ჩამოყალიბდა, შემდეგ კი ქუთაისიც დაემატა. საბოლოო ჯამში, ახალ სასწავლო წელს დისტანციურად თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის სკოლები, ასევე ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში: მატანი, ზოტი, ჩხაკაური, ქიწნისი, ქვედა ბახვში იწყებენ. ამასთან, კერძო სკოლები, რომლებმაც სწავლა 1 სექტემბერს საკლასო ოთახებში განაახლეს, მიმდინარე კვირიდან ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
საქართველოს დანარჩენ სკოლებში სწავლა ტრადიციული მეთოდით, თუმცა პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით იწყება.
იმედია, საგანმანათლებლო სექტორი შეძლებს რეკომენდაციების გათვალისწინებას და 1 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
როგორც აქამდე,
Etaloni.ge მთელი წლის მანძილზე თქვენს გვერდით იქნება და აქტიურად გავაშუქებთ მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს.