ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა - რა გამონაკლისის დაშვების უფლება ექნება სკოლას?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით 11 სექტემბრის ბრძანებით ეროვნული სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა.მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში - 40 წუთით. ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია III-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად), თუკი სკოლას მოსწავლეები ჩართული ჰყავს არაფორმალურ აქტივობებში შესაბამისი მიმართულებებით. ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს არანაკლებ 30 წუთამდე) გაკვეთილების ხანგრძლივობა.
ამასთან, ბრძანების მიხედვით, საათობრივი ბადე განისაზღვრა საბაზო საფეხურის ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორებისთვის, არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორებისთვის, ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ არაქართულენოვან სკოლებში ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.
დოკუმენტში შეტანილი სიახლეები და საათობრივი ბადე იხილეთ
ბმულზე