გარდაბნის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც etaloni.ge-ს გარდაბნის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა აიათ მეხრაბოვმა განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროობამ გამოიწვია, თუმცა სკოლა სერიოზულად არ დაზიანებულა.
„პატარა ოთახში სავარაუდოდ, ელექტროობიდან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი, თუმცა სკოლას სერიოზული ზიანი არ მიადგა. სახანძროც მალე მოვიდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. მათი ინფორმაციით, ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.