დაიწყება თუ არა 1 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში - კითხვას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა
21-09-2020

აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გამართა. მან ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორ მოხდება სკოლებისა და ბაღების გახსნა 1 ოქტომბერს და შეიცვლება თუ არა პროტოკოლი? - აღნიშნულ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.

„ეს არის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. სკოლებში კი სწავლის განახლების თარიღად 1 ოქტომბერი დასახელდა, თუმცა არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რთულია იმის თქმა, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203